,,ხელისუფლებამ დესტაბილიზაციის შესაქმნელად ათი ბოევიკი შემოიყვანა", - განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ. მისივე განცხადებით აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ,,ქართული ოცნების" აქტივისტს სანდო წყარომ მიაწოდა.
,,ამ წუთებში საქართველოში ათი ბოევიკი შემოიყვანეს, რომლებიც უნდათ წარმოაჩინონ თითქოს, ეს არის ,,ქართული ოცნების", მიერ მობილიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი", _ განაცხადა ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა რომ პროვოკაცია იმ ადამიანებს სურთ ვისაც არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ. ,,არეულობა და პროვოკაცია მხოლოდ იმათ აწყობს, ვისაც არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისვე განცხადებით, ბოევიკების შემოყვანასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს.
,,სამწუხაროდ, ამაზე მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს, მაგრამ ვეცდებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას", - განაცხადა ფანჯიკიძემ.