ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ ამომრჩეველთა საბოლოო ერთიანი სია 19 სექტემბერს გადასცა. საბოლოო მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3, 613, 851 შეადგინა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა ამომრჩეველთა სიის უბნების მიხედვით დაყოფის პროცესი.
ცესკოს ინფორმაციით, დაინტერესებულ მხარეებს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილი სიები შეუძლიათ მიიღონ 24 სექტემბრიდან.