სიღნაღის რაიონის დაბა წნორში „ქართული ოცნების" წევრი გივი ნანობაშვილი დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების" სიღნაღის შტაბის უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა განუცხადა, გივი ნანობაშვილის დაკავების მიზეზი ჯერ უცნობია.
„დაახლოებით 2 საათის წინ, გივი ნანობაშვილი ორ ახალგაზრდასთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, რა დროსაც პოლიციის მანქანა დაეწია და მას მანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვეს. ახალგაზრდებმა გაქცევა მოახერხეს, ხოლო გივი ნანობაშვილი კი ძალით ჩატენეს მანქანაში. ნანობაშვილი ითხოვდა, რომ ადვოკატის გარეშე არსად არ წავიდოდა, თუმცა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს", - აღნიშნა ზვიად ჯანყარაშვილმა.
დაკავებული სიღნაღის პოლიციის წნორის ქვეგანყოფილებაში ჰყავთ.