იუსტიციის ახლადგახსნილ სახლთან მოშიმშილეთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. მწერალ ირაკლი ლომოურის შემდეგ მოშიმშილეებს კიდევ ერთი სტუდეტი შეუერთდა.
მოშიმშილეები ლაშა მესხიას და დავით ფაცაციას ციხიდან გათავისუფლების მოითხოვენ.
ირაკლი ლომოურის განცხადებით, საზოგადოებამ, ყველა ცნობილმა ადამიანმა ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინონ იმაზე რაც ქვეყანაში ხდება.
"დღეს გადამწყვეტი მომენტია საქართველოსთვის. ამიტომ დავიწყე ახალგაზრდებთან ერთად შიმშილობა. არ მინდა ჩემი შვილები საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრობდნენ და იყვნენ დაშინებულები. რაც ახლა ქვეყანაში ხდება, იმის დასაწყისია, რასაც საქართველოს მთავრობა აპირებს", - აცხადებს ლომოური.