პოლიტიკური კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის , მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილეს, ბუბა დვალს უცნობი პირები საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა არეშიძე ფეისბუკზე, დეპუტატობის კანდიდატის გვერდზე აქვეყნებს.
ბუბა დვალი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.