დღეს, 24 სექტემბერს 14 საათზე მოძრაობა "ეს შენ გეხება" აწყობს პრესკონფერენციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შედეგების შესახებ.
"ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებსა და ზურაბ ხარატიშვილის შეხვედრაზე განხილული იქნება ცესკოს დადგენილების პროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, არჩევნების დღეს მკვეთრად იზღუდება მედიისა და დამკვირვებლების მუშაობა საარჩევნო უბნებსა და საოქლო კომისიებში.
პრესკონფერენცია გაიმართება მედია ცენტრში, რომელიც წინასაარჩევნოდ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელშეწყობით არის შექმნილი.
მისამართი: ქობულეთის ქუჩა 34/36, მეოთხე სართული.