ახლა ძველი საბჭოური რიტორიკის კულმინაციაა, "ახლა სააკაშვილს რომ უსმენ, უკვე პიკში არის, ყველაზე კლასიკური საბჭოური რიტორიკის", - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ ეკა კვესიტაძის გადაცემა "აქცენტებში" განაცხადა.
"რა ქვეყანაა ეს, როდესაც კაცი გვეუბნება - სააკაშვილი, რომ ტელევიზორი გამორთეთ და გაიხედეთ, რა ლამაზია სახლებია, რა ლამაზია ქუჩებია. მეც ძალიან მოწონს დაგებული გზები და მშვენიერია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს შთაბეჭდილებით თუ სხვა ფორმით ხაზი გადაესვა იმის შემდეგ, რაც ვნახეთ საპატიმროებში", - განაცხადა ბუღაძემ და დასძინა, -"მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, მისი სიცოცხლე, მისი ფიზიკური მდგომარეობა. თორემ ასე სტალინიც ამბობდა 37 წელს - "ცხოვრება უფრო უკეთესი გახდა, ცხოვრება უფრო მხიარულია", - ეს არის სტალინის სიტყვები. საბჭოთა კავშირშიც იყო მშვენიერი ქუჩები და შადრევნები, მაგრამ არავინ არ იყურებოდა გულაგში არ ხდებოდა", - განაცხადა ბუღაძემ.