ისეთი მექანიზმები გვაქვს, რომ ისინი არჩევნები გაყალბებას ვერ მოახერხებენ, - ამის შესახებ კოალცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მითხრეს, რომ პირველ ოქტომბერს არჩევნების გაშუქების უფლება მედიას არ ექნება და მე მგონი ვერ გაბედავენ მაგას, და ვერც გამოუვათ . ასეთი რამ როგორ შეიძლება. ჯერ ერთი ამით ვერაფერს ვერ მიაღწევენ, მე არ გამოვრიცხავ რომ რაღაც უკანონობა კიდევ ჩაიდინონ, თუმცა ისეთი მობილიზება გვაქვს ჩვენ, და ისეთი მექანიზმები გვაქვს, რომ ისინი გაყალბებას ვერ მოახერხებენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.