პროკურატურა დაკავებული დავით აკობიას მორიგი აღიარებით ჩვენებას გამოაქვეყნებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, აკობია აღიარებით ჩვენებაში ივანიშვილის მაკომპრომეტირებელ ფაქტებზე ისაუბრებს. კერძოდ, ხელს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს დაადებს და იტყვის, რომ ციხეში პატიმართა წამება ივანიშვილის შეკვეთით ხდებოდა.
დავით აკობიას ადგილსამყოფელს დღემდე უცნობია. ბოლო ინფორმაცია, დათა აკობიას ადვოკატებმა გუშინ მოიპოვეს. მათი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მთ განუცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი, მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართეს და ციხდან გაუშვეს. თუმცა, დავით აკობია დღემდე არც ოჯახის წევრებს და არც სხვა ახლობლებს შეხმიანებია.
გლდანის მერვე საბყრობილის ყოფილმა თანამშრომელი, დავით აკობიამ სამსახური აგვისტოს ბოლოს დატოვა. მისი მიერაა გადაღებული გლდანის მე-8 საპყრობილის ე.წ. კარანტინში პატიმართა ცემის კადრები. კადრების გავრცელების შემდეგ აკობია საქართველოს დატოვებას გეგმავდა, თუმცა 19 სექტემბერს საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს. იმავე დღეს პროკურატურამ გაავრცელა დავით აკობიას აღიარებითი ჩვენება. აღიარებით ჩვენებაში აკობია ჰყვება, რომ 2012 წლის 5 აგვისტოს გლდანის მერვე დაწესებულების უსაფრთხოების ინსპექტორი ბორის ფარულავა დაუკავშირდა და უთხრა, რომ გადაღებული ჰქონდა გლდანის საპყრობილეში პატიმრების ცემის კადრები და ეს რომ გაეგოთ დაიჭერდნენ. ამასთან ფარულავამ მას სთხოვა საზღვარგარეთ წასვლამდე ერთი კადრი სჭირდებოდა და მას გადეღო, რის სანაცვლოდაც სოლიდურ თანხას დაჰპირდა. ამავე ჩვენების მიხედვით, მან გადაიღო კარანტინის დაშლის კადრიები და გადასცა ბორის ფარულავას, რომელმაც იმავე დღეს გაუგზავნა ლადო ბედუკაძისთვის, რომელიც ბელგიაში იმყოფებოდა.