უზენაეს სასამართლოში დევნილ ბავშვებთან შეხვედრა გაიმართა. ომისაგან დაზარალებული ბავშვებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა, კოტე კუბლაშვილმა უმასპინძლეს.
ბავშვებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული დარბაზები. მათი განსაკუთრებული ინტერესი იმ დარბაზმა გამოიწვია, სადაც თავის დროზე ილია ჭავჭავაძის მკვლელების სასამართლო პროცესი გაიმართა.
კობა სუბელიანი დევნილი ბავშვების დღევანდელ სტუმრობას დადებით ფაქტად მიიჩნევს და ამ პროცესის მომავალში გაგრძელებასაც არ გამორიცხავს.
"ჩემს ბავშვობაში სასამართლო მეგონა, რაღაც საშინელი ადგილი და ყოველთვის მეშინოდა მისი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სწორედ სასამართლოა ის დაწესებულება, სადაც სიმართლე უნდა ირკვეოდეს და არა ქუჩა და სხვა მსგავსი ინსტიტუტები. მოხარული ვარ, ამ ბავშვების ვიზიტით, მთავარია, რომ თვითონ მოსწონთ ყოველივე ეს. მე ვიცი, რომ მათ შორის არიან სტუდენტები - იურისტები და იმედი მაქვს ერთ მშვენიერ დღეს მათგან დიდებული იურუსტები და მოსამართლეები დადგებიან", - განცხადა მინისტრმა, სუბელიანმა.