დღეს, 24 სექტემბერს, 18:00 საათზე ცესკო-ში კენჭისყრის დროს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციების შესახებ დადგენილების განხილვა გაიმართება.
საკითხი სხდომაზე 23 სეტემბერს უნდა განხილულიყო თუმცა კონსესუსის მიუღწევლობის გამო საკითხი გადაიდო.
ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკო-ს წევრებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ფოტო-ვიდეო გადაღების დროს საარჩევნო პროცესის ხელის შემშლელ ფაქტორად.