ვანში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გოდერძი ტყეშელაშვილის მეგობარი, მამუკა შარაშენიძე, სცემეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული ოცნებიდან" აცნობეს.
"შარაშენიძეს, რომელიც ვანიდან თბილისში ბრუნდებოდა ტელეფონზე დაურეკა უცნობმა პირმა, რის შემდეგაც იგი ვანში მიბრუნდა "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის პაატა ლეჟავას ოფისში. ლეჟავას ოფისში მას 15-მდე ადამიანმა სცემა", - აცხადებს "ქართული ოცნება".
გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა შარაშენიძის, ცემაში მონაწილეობდა ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძეც. ინციდენტის დროს ოთახში იმყოფებოდა ვანის გამგებელი ზურაბ გეგიძე.
მამუკა შარაშენიძის მიმართ გამოხატული აგრესიის მიზეზები უცნობია.