შსს-ში პოლიტიკურ პროცესთან მიბმული რამდენიმე სერიოზული საქმის გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსთავი -2-ის ეთერში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი წესრიგისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გარდა, პოლიცია სხვა რუტინულ ოპერატიულ სამუშაოსაც ასრულებს.
"ამ ეტაპზე რამდენიმე სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა ზღულაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე საქმე პოლიტიკურ პროცესთან არის მიბმული.
ზღულაძემ აღნიშნულ საქმეებზე წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავა.
ზღულაძემ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.
"წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის ფარგლებში სხვადასხვა ზომისა და მასშტაბების შეხვედრები გაიმართა და მათმა სრულმა უმრავლესობამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ეს არის როგორც პოლიციის, ისე საზოგადოების დიდი დამსახურება და ასე გაგრძელება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა ეკა ზღულაძე.