დღეს, 24 სექტემბერს, 12 საათიდან 13 საათამდე, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვილის და ბაღნარის ქუჩების მცხოვრებლებს.
12 საათიდან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები