დედაქალაქში ახლადგახსნილ იუსტიციის სახლთან მოშიმშილე ხუთ ახალგაზრდას მწერალი ირაკლი ლომოური შეუერთდა.
ირაკლი ლომოურის განცხადებით, საზოგადოებამ, ყველა ცნობილმა ადამიანმა ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინონ იმაზე რაც ქვეყანაში ხდება.
"დღეს გადამწყვეტი მომენტია საქართველოსთვის. ამიტომ დავიწყე ახალგაზრდებთან ერთად შიმშილობა. არ მინდა ჩემი შვილები საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრობდნენ და იყვნენ დაშინებულები. რაც ახლა ქვეყანაში ხდება, იმის დასაწყისია, რასაც საქართველოს მთავრობა აპირებს", - აცხადებს ლომოური.
ახალგაზრდები ლაშა მესხიას და დავით ფაცაციას ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობენ.