დღეს, 19:20 საათზე პოლიციამ იგოეთთან "ქართული ოცნების" ოთხი წევრი დააკავა. როგორც ადვოკატმა თედო კობახიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, დაკავებულნი არიან, მიშა და დაჩი ოსაძეები, გიორგი ბერუაშვილი და დიმიტრი ყიფიანი.
"პოლიციამ მათი ავტომაქანა, რომელიც ქარელიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა 19:00 საათისთვის იგიოეთთან გააჩერა. საბუთების შემოწმეების შემდეგ მათთვის გადაადგილების უფლლება არ მიუციათ, რამაც დაკავებულებს ეჭვი გაუჩინა. შემდეგ- 19:00 საათზე დამიკავშირდნენ მე და მითხრეს, რომ პოლიცია საეჭვოდ იქცეოდა. 19:20 საათზე კი გაჩერებულ მაქანაში მყოფნი სპეცდანიშნულების რაზმმა აიყვანა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კობახიძემ.
კობახიძეს განცხადებით ასევე გაუგებარია, რაში სჭირდებოდა პოლიციას სპეცდანიშნულების რაზმის გამოძახება და კონკრეტულად რას ედავება პოლიცია დაკავებულებს.
მისი თქმით, უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებულები.