სამართალდამცავებმა ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი დააკავეს. ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, ზვიად იმერლიშვილი ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა. ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და აღნიშნული სამართალდარღვევის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ აცნობეს.
ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ზვიად იმერლიშვილმა და ილია ქელეხსაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, არ დაემორჩილნენ და გაუწიეს წინააღმდეგობა. ამის შემდეგ მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება.
მასალის გამოყენების პირობები