დღეს, 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, 65 წლის ასაკში რუსეთის ექს-თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი გარდაიცვალა. ინფორმაცია ვიშნევსკის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალმა გაავრცელა, თუმცა თუ რა გახდა კონკრეტულად მისი დაღუპვის მიზეზი, ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს.
გრაჩოვის ჰოსპიტალიზაცია 12 სექტემბერს მოხდა. იმ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს.
პავლე გრაჩოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრი იყო 1992-1996 წელს. სწორედ მის სახელს უკავშირდება სამხედრო ოპერაცია აფხაზეთში და ცნობილი გამონათქვამი, რომ ქართველები საკუთარ თვითმფრინავებს რუსეთის დროშებს ახატავენ და ისე ბომბავენ სოხუმს.
გრაჩოვი იყო ჩეჩნეთის წინააღმდეგ რუსეთის პირველი სამხედრო კამპანიის ხელმძღვანელი, რომელშიც რუსეთი დამარცხდა.
ფოტო: რია ნოვოსტი