ცესკო-ში კენჭისყრის დროს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციების შესახებ დადგენილების განხილვა ხვალ გაიმართება. საკითხი სხდომაზე დღეს უნდა განხილულუყო, თუმცა ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცესკო-ს წევრებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ფოტო-ვიდეო გადაღების დროს საარჩევნო პროცესის ხელის შემშლელ ფაქტორად.
ცესკო-ში დადგენილების განხილვა ხვალ, 18:00 საათზე იგეგმება.