ისე არ წავალ პოლიტიკიდან , რომ ლაზიკა არ იყოს ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი შავიზღვისპირეთში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს ზუგდიდის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 8 დღეში იმ ხალხს, რომელსაც იმედი ქონდა რომ საქართველოში უკანა კარებიდან დააბრუნებდა ქურდულ წესრიგს, ორგანიზებულ დანაშაულს და "რუსულ პუტინურ წესებს, დიდი იმედგაცრუება ელით".
„ამ ხალხს დასანგრევი ობიექტების გრძელი სია აქვს. მათ არ მოსწონთ ანაკლია და ანაკლიის ხიდი, იუსტიციის სახლები, უნდათ ქუთაისის პარლამენტის გაუქმება. თავისი ჭკუით, დაწვებიან და არ აგვაშენებინებენ ლაზიკას, მაგრამ მე ისე არ წავალ პოლიტიკიდან, რომ ლაზიკა შავიზღვისპირეთის ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი არ იყოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.