საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 189-ე სკოლას პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაერქმევა.
შესაბამისი დავალება ქვეყნის პირველმა პირმა განათლების მინისტრს დღეს, სწორედ აღნიშნულ სკოლაში სტუმრობისას დაავალა.
"ენა არ მიტრიალდება, რომ ამ სკოლას 189-ე ვუწოდო. ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი ექსპერიმენტული სკოლა... ამიტომ, ვთხოვ, განათლების მინისტრს, ხვალიდან მას ხელახლა ისევ პირველი ექსპერიმენუტლი სკოლა ეწოდოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით სახელი კომაროვის მათემატიკურ სკოლასაც შეეცვალოს და მას რომელიმე ქართველი მათემატიკოსის, მაგალითაც ანდრია ბიწაძის სახელი ეწოდოს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ 189-ე სკოლაში სწავლობდა.