საპატრულო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა სამსახური დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა. როგორც "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბირიფნგზე ანზორ ფაჩულიძემ განაცხადა, მან საპატრულო პოლიციაში ერთი წელი იმუშავა და მას აქცია არასდროს დაურბევია.
"პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ ჩვენ ხელმძღვანელობისგან მივიღეთ მითითება, რომ ნებისმიერ დროს მზად ვყოფილიყავით აქციის დასარბევად თუ სიტუაცია უკონტროლო გახდებოდა. მე არ მინდოდა მიმეღო მონაწილეობა იმ ხალხის დარბევაში, ვინც ეს სადიზი გააპროტესტა " - განაცხადა ანზორ ფაჩულიძემ და განაცხადა, რომ პატაკის დაწერის შემდეგ მას დაემუქრა ხელმძღვანელობა, რომ თუ აღმოჩნდებოდა მოწინააღმდეგე მხარეს ან გაასაჯაროებდა იმ ინფორმაციას, რომელსაც ის პოლიციაში სამსახურის დროს ფლობდა, იგი სახელმწიფო საიდუმლოს გათქმის მუხლით პასუხისგებაში მიეცემოდა.