დავით ბაქრაძე დღეს, გორში, ამომრჩევლებს და პარტიის აქტივისტებს შეხვდა. მან წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და მოსახლეობას ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა გააცნო. " ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩავხედო
თ ხალხს თვალებში და ვუთხრათ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია, ქვეყანაში გამოასწოროს ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს, ხელისუფლება პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქვეყანა აღარასდროს დაბრუნდეს იმ საშინელ წარსულში, რომლის ამაზრზენი ნაწილი ყველა ჩვენგანმა ამ დღეებში ვიხილეთ",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას და ხელისუფლება ადამიანებს მოუგვარებს იმ პრობლემებს , რომლებიც მათ აწუხებთ. " საქართველო იქნება უკეთესი ქვეყანა, ყველა დამნაშავე დაისჯება და ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას,",-აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა.
დავით ბაქრაძე, დღესვე, ქარელის მოსახლეობას შეხვდა.