შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გუშინ ნორიოში, შსს-ს საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა, მასთან ერთად იყო გია უდესიანიც, არც ერთს შსს-ს ბაზაზე არაფერი არ ესაქმება - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა და დასძინა, - ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება რაღაცეებს გეგმავს.
"ხელისუფლებამ პროვოკაციები დაიწყო და არეულობების პროვოცირებას ცდილობს, რათა საარჩევნო პროცესი ნორმალური კალაპოტიდან ამოვარდეს", - განაცხადა სუბარმა.
სიბარის განცხადებით, ხელისუფლება 25 სექტემბრიდან "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ფალსიფიცირებული კომპრომატების გამოქვეყნებას გეგმავს.
"ხელისუფლება გეგმავს, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყოს "ქართული ოცნების" წევრებისა და აქტივისტების, ასევე საარჩევნო კომისიებში კოალიციის წარმომადგენლების, დამკვირვებლების მასობრივი დაპატიმრებები, იშვიათად, მაგრამ მაინც სისხლის სამართლებრივი დევნაც", აღნიშნა კოალიციის ერთ ერთმა ლიდერმა.
მისივე თქმით, ცნობილია იმის შესახებ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დაიბარეს პრობაციონერები და აგენტები და დაემუქრნენ, რომ მათ დოსიებს გამოაქვეყნებენ, თუ დავალებბებს არ შეასრულებენ.
"დავალება ის არის, რომ შეაღწიონ "ქართული ოცნების" რიგებში როგორც აქტივისტებმა და გააკეთონ ფარული ჩანაწერები, თუ როგორ ცდილობს " ქართული ოცნება" ამომრჩევლების მოსყიდვას", - განაცხადა სუბარმა და დასძინა, - " თუ გამოქვეყნდება ასეთი მასალები, ეს იქნება სუკისდროინდელი აგენტების მიერ პროვოცირებული და დადგმული სპექტაკლები".