2 დღის განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსთა ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.
მათივე ინფორმაციით, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსითაც დაიკლებს.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმებიც, რასაც თან ელჭექი დაერთვება.