კახეთი ისევ ზარალს ითვლის. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სეტყვის შედეგად ყვარლის რაიონის სოფლები გრემი, ალმატი, ენისელი და შაქრიანი დაზარალდა. სეტყვა 8 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სუფლებს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, თუმცა ამ დროისათვის ენერგომომარაგება რეგიონში აღდგენილია. სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს ადგილობრივი ხელისუფლება ითვლის.
მასალის გამოყენების პირობები