ერთი მხარე გპირდებათ ბარაკებისგან გათავისუფლებას და აკეთებს ამას, ყველას დაზღვევას და გაგიკეთებთ ამას, მსოფლიო მასშტაბის უნივერსიტეტის კარგად ფუნქციონირებას და აკეთებს ამას, მეორე კი გპირდებათ ინფექციას და კიბოს და ვერ გააკეთებს ამას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ბათუმში ამომრჩეველთან შხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება იდეების შეჯიბრი და ესაა დემოკრატია.
"ჩვენ გვინდა იდეების შეჯიბრი, დემოკრატიაც ესაა, რა სარგებელს მოუტან ხალხს და არა ვისზე როგორი კომპრომატი გაქვს. რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა კიდეც - ბევრი ფული გვაქვს, დაიმაგრეთ ვიდეოკამარები, შედით, პროვოკაციებზე წამოაგეთ ყველა, ჩავიწეროთ, ხალხი დავზაფროთ და არჩევნები მოვიგოთო. ყველაფერი გააკეთეს ამისთვის, თუმცა ვერ მოგართვით, რადგან ესაა არჩევანი არა სააკაშვილს, ბარამიძის, არა ვარშალომიძის შორის, რომელიც მართლა თანამედროვე აჭარის მთავარი დამფუძნებელი და შემქმნელია, არამედ არჩევანი კეთდება იმაზე, რომ ერთი მხარე გპირდებათ ბარაკებისგან გათავისუფლებას და აკეთებს ამას, ყველას დაზღვევას და გაგიკეთებთ ამას, მსოფლიო მასშტაბის უნივერსიტეტის კარგად ფუნქციონირებას და აკეთებს ამას, მეორე კი გპირდებათ ინფექციას და კიბოს და ვერ გააკეთებს ამას", - დასძინა პრეზიდენტმა.