კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მცხოვრები 1974 წელს დაბადებული მამუკა პავლეს ძე ჯანანაშვილი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩნდა უკანონოდ შენახული ტყვია-წამალი. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236 -ე მუხლის პირველი ნაწილით.
შეგახსენებთ, რომ, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში მამუკა ჯანანაშვილი "ქართული ოცნების" წევრია.
კოლიციამ უკვე გააპროტესტა მისი დაკავების ფაქტი.
მამუკა ჯანანაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ ტყვია-წამალი სამართალდამცავებმა, რომლებმაც სახლში ჩხრეკა ჩაატარეას, მათ კარაადაში იპოვეს.
მამუკა ჯანანაშვილის მამის განცხადებით, პოლიციამ ტყვია- წამალი ჯერ ჩადო კარადის უჯრაში და მერე ამოიღო.