შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ტარიელ გურგენიძე. ტარიელ გურგენიძე პოლიეციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, ტარიელ გურგენიძე ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა. ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და აღნიშნული სამართალდარღვევის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ აცნობეს.
ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ტარიელ გურგენიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, არ დაემორჩილა და გაუწია წინააღმდეგობა. ამის შემდეგ მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ტარიელ გურგენიძე სასამართლოშია გადაყვანილი.