თავი რომ მოაქვთ ჩემს ზოგიერთ კონკურენტებს, იქამდე კი დაეცნენ, რომ ძველ მხედრიონელებს მიგზავნიან და შერიგებას მთხოვენ, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა როლანდ ახალაიამ ზუგდიდში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, ამომრჩეველზეა დამოკიდებული როგორ მომავალს დავუტოვებთ შვილებს.
"ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ერთად, იმიტომ, რომ მოდის შავი ძალა, რომელსაც უკან უნდა დაბრუნება. ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენს შვილებს დავუტებეთ უკეთეს მომავალს თუ დავრბუნდებით უკან", - განაცხადა ახალაიამ.