აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს საქმეზე, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის გამო პატიმრობაში იმყოფება.
დოკუმენტში კონგრესის პალატა მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ტიმოშენკო და უზრუნველყოს მისი სამედიცინო დახმარების ხელისაწვდომლობა.
აშშ-ის სენატი ასევე მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას ოქტომბერში გასამართი არჩევნები ჩაატაროს ეუთოს სტადარტებით.
იმავე რეზოლუციაში სენატმა მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს დააწესოს ვიზების გაცემის აკრძალვა იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტიმოშენკოსა და "ნარინჯისფერი რევოლუციის" სხვა ლიდერების დაპატიმრებაში.
უნდა აღინიშნოს რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს და უკრაინის ხელისუფლლებას მასზე რეაგირებას.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მარტში ტუმოშენკოს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა.
მასალის გამოყენების პირობები