23 სექტემბერს, 17:00 საათზე ფილარმონიასთან სტუდენტებისა და უფლებადამცველების საპროტესტო აქცია განახლდება.
როგორც აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო აქციების მთავარ ცენტრია.
ლევან ჩიტაძემ "აგენტ-პროვოკატორი" უწოდა ყველას, ვინც საპროტესტო ტალღის დანაწევრებას ცდილობს.
"არ აყვნეთ ახალგაზრდების იმ ჯგუფის სიტყვებს, რომლებიც "ეკლესიის სახელით მანიპულირებენ", - განაცხადა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, შეკრება მოხდაბა ფილარმონიასთან და "საზოგადოებასთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, საით წავიდეთ მსვლელობით, სასამართლოსკენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ, თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებთან".
შეგახსნებთ, რომ 18 სექტემბრის შემდეგ, რაც მედიასაშუალებით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, საპროტესტო აქციები ფილარმონიასთან პერმანენტულად იმართება.