„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
მაგდა ანიკაშვილმა ადგილობრივებს „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება ძალადობისა და პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, 1 ოქტომბერი თითოეული ოჯახისა და მთლიანი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს.
„სამგორის მოსახლეობა 1 ოქომბერს ეტყვის უარს ზალადობას, ადამიანების წამებას, უმუშევრობას, უსამართლოდ გაზრდილ ტარიფებს და ყველაფერს რაც გაუსაძლისს ხდის დღევანდელ ცხოვრებას. ჩვენ ყველას ერთი ემოცია გვაერთიანებს და 1 ოქტომბერს ჩვენი შვილებისთვის უკეთეს ცხოვრებას ავირჩევთ." - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა