ეს სქემა ჩვენ ვიცით და ამ სქემას ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, უნივერსიტეტის გახსნისას, გლდანის ციხეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების შესახებ საუბრისას განაცხადა.
"ეს უნდა გადმოეგდოთ არა 17 რიცხვში, იმიტომ, რომ ჩვენ გამოძიება დავიწყეთ და გავიგეთ იმაზე ადრე, ვიდრე ვარაუდობდნენ, არამედ 24 რიცხვში. ხალხი გაბრაზდებოდა სამართლიანად. ჩვენ კი დროც აღარ დაგვრჩებოდა რეაგირებისთვის. ეს იყო მათი გეგმა. მერე ყველაფერი უნდა არეულიყო და არჩევნები უნდა ჩამოშლილიყო. ჩვენ ცოტათი, ერთი კვირით ადრე შევაცვლევინეთ მათ გრაფიკი. მათ გაუჩნდათ განცდა, რომ ახლა არის ოფისებში შევარდნის, რევანშის აღების, თავში ჩარტყმის, რაღაცების ჩამოგლეჯის, ციხის ბუნტის, შემდეგ კი - ყველაფრის უკან დაბრუნების მომენტი. ეს სქემა ჩვენ ვიცით და ამ სქემას ჩვენ ყველას ვაჩვენებთ", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ჩამოთვლილღაგან არც ერთი იქნება, არც მეორე, არც - მესამე.