ბოლო ტოტი მოჭრა სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, როდესაც გაათავისუფლა მერაბიშვილი. ახლა კი ისევ მის შემობრუნებას ცდილობს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს და მერაბიშვილს კოალიცია "ქართული ოცნების" გუნდში არავითარი ადგილი არ ექნება.
"ვანო მერაბიშვილსაც ძალიან ბევრი პრობლემა ექნება სამართალთან, რამდენადაც მას ძალიან მაღალი პოზიციები ეკავა, როდესაც საქართველოში უამრავი დანაშაული ხდებოდა, თუმცა, ის ყველაზე დაბალანსებულია. ბოლო ტოტი მოჭრა სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, როდესაც გაათავისუფლა მერაბიშვილი. ახლა კი ისევ მის შემობრუნებას ცდილობს", - განაცხადა ივანიშვილმა.