გლდანის ციხეში პატიმრები შიმშილობენ და ამას ტუღუში მალავს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა.
"ახლა გლდანის ციხიდან მოვდივარ, მესამე კორპუსში შიმშილობა მიმდინარეობს ტუღუშმა ამის შესახებ იცის, მაგრამ მალავს. ეს უკვე დადასტურებულია, რადგან ტელევიზორში გადიოდა კადრები, რომლებშიც პირდაპირ საკნიდან ამბობენ პატიმრები რომ შიმშილობს მთელი საკანი.- ეს კადრები უკვე ეთეში გავიდა. ასე რომ ამას ვეღარაფერი შეაჩერებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ხაინდრავამ.