`ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" დასკვნას მობილური ოპერატორები არ ეთანხმებიან და განმარტავენ რომ საქართველოში ტარიფები მაღალი არ არის. "ბილაინის" წარმომადგენლის თეონა ბაღდავაძის განმარტებით, "ბილანი" საქართველოს ბაზარზე სერვისებს ყველაზე იაფად ყიდის. "საქართველოში ბილაინის აბონენტებს საშუალება აქვთ 2 თეთრად, 5 თეთრად და 9 თეთრად ესაუბრონ ერთმანეთს რას საკმაოდ დაბალი ტარიფია. როდესაც "ბილაინი" ბაზარზე შემოვიდა პირველად ქართულ რეალობაში მომსხამერებს შესთავაზა ის სატარიფო გეგმა, რომელიც მისთვის იქნებოდა ხელშაყრელი. ეს იყო გარღვევა და ინოვაცია ბაზარზე და ადამიანებმა დაიწყეს საკუთარი ხარჯების დაზოგვა და ოპტიმიზაცია"- აცხადებს თეონა ბაღდავაძე.
კომპანია "მაგთიკომში" განმარტავენ, რომ საქართველოში საკმაოდ დაბალი ტარიფებია და კვლევის შედეგები რეალურ სურათს არ ასახავს.
"ეჭვი მეპარება კვლევის შედეგად დასახელებული ციფრების სიზუსტეში, რადგანაც კვლევის მიხედვით დასახელებული რიცხვები ახლოსაც ვერ მივა იმ რეალობასთან რა ფასებიც საქართველოში არსებობს. მარტივი არიმეტიკითაც კი ყველაზე ძვირი ტარიფები და მათ მიერ შემოთავაზებული სერვისების რაოდენობა რომ გავითვალისწინოთ მათი ღირებულება 7 ლარსა და 42 თეთრს არ აღემატება.
მაგთიკომი ბაზარზე ორი ბრენდით ოპერირებს და ბალის აბონენტებს შედარებით დაბალი ტარიფებით შეუძლიათ სარგებლობა"_ აცხადებს "მაგთიკომის" წარმომადგენელი ირაკლი ლობჟანიძე.
შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" კავშიირგაბმულობის ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კავშირგაბმულობის ბაზარზე საკმაოდ მარალი ფასები დაფიქსირდა.
კვლევისას სხვა მონაცემებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებს Iნფორმა თელეცომს & Mედია-სა და ჭორლდ Dეველოპმენტ Iნდიცატორს დატაბასე-ს (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) მონაცემებსაც დაეყრდნო. მათი კვლევის თანახმად, საქართველო მობილურზე მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველ, ხოლო მსოფლიოში, 186 ქვეყანას შორის, მესამე ადგილს იკავებს. საქართველო სიძვირით `ჯობნის~ ისეთ განვითარებულ და სოციალურად ინფრასტრუქტურირებულ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი, იაპონია, კანადა და სხვა.
საქართველოზე ბევრად იაფია მობილურით სარგებლობა რუსეთში, კერძოდ, სტანდარტულ პაკეტზე (საშუალოდ თვეში განხორციელებული 25 ზარისა და 30 SMS-ის ღირებულება) მობილურით სარგებლობის დანახარჯი თითქმის 7-ჯერ იაფია. საქართველოზე გაცილებით იაფია ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნის დონეზე მდგომ და კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყნებშიც.
ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აღებულ იქნა ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობის გარკვეული პაკეტი (წელიწადში 1680 გამავალი ზარი, ანუ 2952 წუთი, 600 SMS და 12 MMS, სხვადასხვა აქციების დროს არსებული ფასდაკლებების გარეშე. 600 SMS-დან 65% ხორციელდება ოპერატორის შიდა ქსელში, ხოლო 35% სხვა ოპერატორებზე. 1680 გამავალი ზარი პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება 13% - ლოკალური (ერთი ზარი საშუალოდ 1,7 წთ.), ანუ ფიქსირებულ ტელეფონებზე დარეკვა, 7% - საზღვარგარეთ განხორციელებული ზარები (საშ. 1,7 წთ.), 47% - იმავე ოპერატორთან დაკავშირება, სადაც ჩართულია (საშ. 1,9 წთ.), 26% - სხვა მობილურ ოპერატორებთან დაკავშირება. (საშ. 1,8 წთ.) და 7% - ვიდეოზარი (საშ. 0,8 წთ). და მისი ღირებულება იქნა დათვლილი. აღმოჩნდა, რომ ასეთი პაკეტით საქართველოში სარგებლობა წელიწადში საშუალოდ 621 დოლარი ჯდება, რაც გამოკვლეულ ქვეყნებში ამ პაკეტის საშუალო ღირებულებაზე 132 დოლარით ძვირია.