საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ევროკავშირის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო უფლებების დამცავ ორგანიზაციებს მიმართა თხოვნით, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ციხეებში მომხდარი პატიმართა წამების ფაქტების გამოძიებაში.
შევარდნაძემ ასევე მადლობა გადაუხადა მთელ რიგ იმ უფლებების დამცავ ორგანიზაციებს, რომლებმა აღნიშნული ფაქტების შემდეგ უკვე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას სწრადი, ამომწურავი და მიუკერძოებელი გამოძიება ჩაეტარებინათ და ყველა დამნაშავე პირი პასუხისგებაში მიეცათ.
84 წლის ედუარდ შევარდნაძის თქმით, ის "ამაყობს საქართველოს ახალგაზრდობითა და სტუდენტობით, რომელმაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციები სამართლიანი მოთხოვნებით ჩაატარა".
ამავე დროს მან მოუწოდა ახალგაზრდობას სიმშვიდისაკენ, ვინაიდან ნებისმიერ პოვოკაციაზე წამოგებას "ხელისუფლება გამოიყენებს და 1 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს ჩაშლის".