"ბატონო პრეზიდენტო, ვფიქრობ, უნდა გქონდეთ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობა, არ მიიღოთ საკადრო გადაწყვეტილებები, - წერს თეა თუთბერიძე წერილში, რომელიც Facebook-ის თავის გვერდზე განათავსა.
"ბატონო პრეზიდენტო, ვფიქრობ, უნდა გქონდეთ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობა, არ მიიღოთ საკადრო გადაწყვეტილებები, მავანის მიერ აგორებული შავი პიარიდან გამომდინარე. (გამონაკლისს ვანო მერაბიშვილი წარმოადგენს და სწორედ ამიტომ არის პოლიციის რეფორმა ყველასთვის თვალსაჩინო).
არ მესმის, რატომ არის და იყო თქვენი პრეზიდენტობის მთელ პერიოდში განმსაზღვრელი საზოგადოებაში დაბალი რეიტინგი ხელისუფლებაში მყოფი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სხვებისგან განსხვავებით ღირებულებების დეფიციტი არ ჰქონიათ და რეალური რეფორმების გატარებასაც შეძლებდნენ, რეიტინგის ვარდნის გამო დაწყებული საქმისგან რომ არ ჩამოგეცილებინათ და მიგემალათ. (გიგა ბოკერია, ალექსანდრე (კახა) ლომაია, კახა ბენდუქიძე და ა.შ. )?
არ უნდა გცოდნოდათ, რომ დარტყმები სწორედ ასეთი ადამიანებისკენ იქნებოდა მიმართული? ამისთვის არ იყავით მზად როცა მოხვედით ხელისუფლებაში?
მე ვეჭვობდი და ახლაც ვეჭვობ, რომ სწორედ რუსული გეგმის ნაწილია - არა პირდაპირ ჯარით შემოსვლა, არამედ დარტყმები საქმის გამკეთებელ პირებზე. თქვენ ამას არ ეჭვობთ?" - წერს თუთბერიძე.
მასალის გამოყენების პირობები