სტუდენტთა ჯგუფი ახლადგახსნილ იუსტიციის სახლთან შიმშილობის დაწყებას აპირებს. მათი მოთხოვნა გუშინ დაკავებული დათო ფაცაციასა და ლაშა მესხიას გათავისუფლებაა.
სტუდენტური მოძრაობა "ივერიელები", "ქართველი"- ს და "სტუდენტური ხმის" წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის შემდეგ იუსტიციის სახლის ახალ შენობასთან გადაინაცვლეს და ამჟამად იქ იმყოფებიან. შიმშილობის დაწყებას სწორედ მათი ნაწილი აპირებს.
სტუდენტების განცხადებით, ფაცაცია და მესხია უკანონოდ არიან დაკავებულები და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ. ამჟამად აქციაზე 50-მდე ახალგაზრდა იმყოფება და ისინი იუსტიციის სახლის ტერიტორიის დატოვებას ჯერჯერობით არ გეგმავენ.