"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ევროპელ „ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას მართავს. კონფერენციის თემა სოციალური საბაზრო ეკონომიკაა. კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის „ქრისტიან-დემოკრატიული ასოციაციის" ყრილობა გაიმართა, სადაც ასოციაციის პრეზიდენტად საქართველოს „ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე აირჩიეს.
ევროპელმა სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი ჩამოსვლა საქართველოში და აღნიშნული კონფერენცია არის შეტყობინება ქართული საზოგადოებისთვის, რომ ევროპელი „ქრისტიან-დემოკრატები" და ევროპული დემოკრატიული სამყარო მხარს უჭერს საქართველოში „ქრისტიან-დემოკრატების" წინსვლასა და გამარჯვებას.ევროპელი „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ პიტერ ვოლუმ ნდობა გამოუცხადა ქართველ"ქრისტიან-დემოკრატებს" და გიორგი თარგამაძეს, რის შემდეგაც იგი ასოციაციის პრეზიდენტად გამოაცხადა.
„ჩვენთვის ქართველი „ქრისტიან-დემოკრატებისთვის" დიდი პატივია ჩვენი ევროპელი კოლეგების მასპინძლობა. მადლობას ვუხდი მათ ნდობისა და თანადგომისთვის. პატივთან ერთად ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა და ვეცდები ღირსეულად გავართავათ თავი ნაკისრ ვალდებულებებს" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.