სამართალდამცავებმა დაჩი ცაგურია და მისი მეგობარი ბექა ალადაშვილი დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა პატრულის თანამშრომლებმა დაჩი ცაგურია ელბაქიძის ტერიტორიაზე დააკავეს, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისთვის.
,,სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა დაჩი ცაგურია წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. ელბაქიძეზე პატრულის თანამშრომლებმა გადააყენეს ოთხი მანქანა გადმოცვივდნენ ჩატენეს და წაიყვანეს", - განაცხადა ჯიშკარიანმა.
ჯაბა ჯიშკარიანი სამართალდამცავების მიერ ცაგურიას დაკავებას მის ბოლოდროინდელი აქტიურობით ხსნის.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე დაკავებულების ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა ჯიშკარიანის ინფორმაციით, რამდენიმე საათში ცაგურიას თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალს წაუყენებენ.
,,ამ ეტაპზე დაკავებულები გადამალულები ჰყავთ და რამდენიმე საათში თბილისის საქალაქო სასამართლოსი წარადგენენ და ბრალს წაუყენებენ", _ განუცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენს" ჯიშკარიანმა.