"სასჯელაღსრულების სისიტემა თანამედროვე სტანდარტების დაცვით იმუშავებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა.
მისივე განცხადებით, მოხდება სასჯელაღსრულების სისტემის სრული რეფორმირება.
,,სასჯელაღსრულების სისტემის სრული რეფორმირება მოხდება. გადავა თანამედროვე სტანდარტებზე და ამისათვის გათვალისწინებული იქნება საუკეთესო მოდელები, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს გამართული, ეფექტური ადამიანის პატივსა და ღირსებაზე მორგებული სასჯელაღსრულების სისტემა", - განაცხადა ტუღუშმა, რომელმაც სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
,,გაუმჯობესდება პატიმართა ყოფითი პირობები. Aამ კუთხით დღეს უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება: გლდანის #8 დაწესებულებაში შევიტანთ 1600 ახალ მატრასს. იგეგმება პრობაციონერთა რაოდენობის განახევრება. Aასევე პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვადამდე გათავისუფლების კომისიის ეფექტურობის გაზრდა და ზოგადად ამ კომისიის რეფორმაც. Aასევე ვგეგმავთ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება", _ განაცხადა ტუღუშმა.
ტუღუშის განცხადებით, სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად მოწესრიგდება საპატიმროებში ადვოკატების მუშაობის, პაემნებისა და საპატიმროებში ჯანდაცვის საკითხები.