"საქართველოს აზალგაზრდა ფინანსისთა და ბიზნესმენთა ასოციაციის~ დასკვნით, ქვეყანაში ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფები არაადეკვატურად მაღალი და ძვირია. ასოციაციის კვლევა სხვა მონაცემებთან ერთად დაეყრდნო საერთაშორისო ორგანიზაციებს Iნფორმა თელეცომს & Mედია-სა და ჭორლდ Dეველოპმენტ Iნდიცატორს დატაბასე-ს (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) მონაცემებს.
რომელთა თანახმად, საქართველო მობილურზე მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველ, ხოლო მსოფლიოში, 186 ქვეყანას შორის, მესამე ადგილს იკავებს.
საქართველო სიძვირით "ჯობნის~ ისეთ განვითარებულ და სოციალურად ინფრასტრუქტურირებულ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამერიკა, საფრანგეთი, იაპონია, კანადა და სხვა. საქართველოზე ბევრად იაფია მობილურით სარგებლობა რუსეთში, კერძოდ, სტანდარტულ პაკეტზე (საშუალოდ თვეში განხორციელებული 25 ზარისა და 30 შMშ-ის ღირებულება) მობილურით სარგებლობის დანახარჯი თითქმის 7-ჯერ იაფია. საქართველოზე გაცილებით იაფია ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნის დონეზე მდგომ და კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყნებშიც.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ ფიჭური კავშირგაბმულობა ერთ-ერთია იმ სფეროთაგან, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მკაცრი რეგულირების ქვეშაა მოქცეული და ამ სექტორს დიდი ყურადღება ეთმობა. "საქართველოში რამდენიმე მარეგულირებლის გაუქმების მიუხედავად, კომუნიკაციების სფეროს ჯერ კიდევ ჰყავს ზედახედველობის ორგანო, რომელიც ბოლო წლებია, გაურკვეველი მიზეზების გამო, თვალს ხუჭავს ფიჭური კავშირგაბმულობის გიგანტების მოქმედებაზე და მათ არაჯანსაღი კონკურენციის განხირცელებაში ხელს არ უშლის, ქმნის რა ფაქტობრივად კარტელური ფასებით ოპერირების საშუალებას.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ასეთი ქმედება, გარდა სახელისუფლო კეთილი ნების არარსებობისა, განპირობებულია იმითაც, რომ ამ ორგანოს დაფინანსება მთლიანად ბაზრის მოთამაშეების შემოსავლებიდან ხდება. შესაბამისად, მას უძნელდება იმ ბიზნესების კონკურენტულ და ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევა, რომლებიც მას შემოსავლით, ხოლო მის წევრებსა და აპარატს არაადეკვატურად მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფენ. შედეგად, ზარალდება მომხმარებელი, რომელსაც არჩევანის საშუალება პრაქტიკულად მოსპობილი აქვს და იძულებულია კარტელის წევრთა მიერ დაწესებული უალტერნატივო და ძალზედ მაღალი ტარიფი იხადოს"- აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.