ბათუმის საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში სამედიცინო ნარჩენების დეზინფექციისა და ლიკვიდაციის პირობები მოწმდება, რომელსაც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს.
მაკონტროლებლების განმარტებით, მცირე ხასიათის დარღვევა თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში აღმოაჩინეს და მდგომარეობის მოწესრიგებისათვის საავადმყოფოების ადმინისტრაციას შესაბამისი გაფრთხილებაც მიეცა. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეიდი სამედიცინო ცენტრ `მედინაში~ უკვე ჩაატარა, სადაც ერთი დარღვევა აღმოაჩინეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ საავადმყოფოს არა აქვს ეზო, სადაც სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერში "ბე" ტიპის ნარჩენები უნდა განაგდურდეს. როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, ეზოს პრობლემა მას შემდეგ მოგვარდება, რაც ახალ ფართში გადავლენ.