სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ქსნის #15 დაწესებულებაში სიმშვიდეა. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულმა რამდენიმე პატიმარმა პირი ამოიკერა არ შეესაბამება სინამდვილეს. დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა.
გთხოვთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ეს პირველ რიგში ზიანს აყენებს პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს.