სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე შოთა უტიაშვილი გლდანის ციხეში პატიმრების შიმშილობის ფაქტს არ ადასტურებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უტიაშვილმა განცხადა, ის თავად იმყოფება საპყრობილეში და მსჯავრდებულების შიმშილობას არ ადასტურებს
,,მე თვითონ გლდანის ციხეში ვიმყოფები და ასეთი რამ არ ხდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პატიმარ შალვა ნადიბაიძის დედაის მზია ნადიბაიძის ინფრმაციით, გლდანის #8 დაწესებულების მე-3 კორპუსში პატიმრები შიმშილობენ.
მისივე განცხადებით, პატიმართა მიმართ ზეწოლა გრძელდება, თუმცა შიშის გამო ღიად ვერ საუბრობენ.