დღეს, 22 სექტემბერს, 18:00 საათზე, აჭარაბეთის შენობაში (ყოფილი გამომცემლობა "სამშობლო") გაიმართება დიჯეების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისის ელექტრო ღამე 2012".
ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი დიჯეები: FER FERRARI/Buenos Aires, AMIR GROOVE/London, JOHNNY FIASCO/Chicago, JUNIOR LOPEZ/Barcelona და ექვსი ცნობილი ქართველი დიჯეი - The Forest, Gio Shengelia, Tomma, Jorjick, Bero, Mouse.
დიჯეების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი ელექტრო ღამე 2012" თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ფროდაქშენ კომპანია "რეამბიშენსის" ორგანიზებით გაიმართება.