დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულება შპს „ნიუ ჰოსპიტალსში", სადაც მოინახულა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან გუშინ, გვიან ღამით გადაყვანილი მსჯავრდებულები კ. კ. და ა. ნ.
სახალხო დამცველის რწმუნებული გაესაუბრა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობას და სამედიცინო პერსონალს. მან ადგილზე შეამოწმა მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და პირობები.
ამჟამად, პაციენტთა მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. სამკურნალო დაწესებულებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით, მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ დიაგნოსტიკური გამოკვლევები და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.