"საქსტატის" საბჭოს შემადგენლობა 21 თებერვლამდე უნდა დამტკიცდეს. საბჭო სავარაუდოდ 8 წევრიანი იქნება, საიდანაც 5 წევს პარლამენტი დაამტკიცებს, ხოლო 3 წევრს კი პრეზიდენტი დანიშნავს.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო ახალმა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (ვებ-გვერდი: წწწ.გეოსტატ.გე). დაინიშნა სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჭელიძე. დამტკიცდა და ძალაში შევიდა ახალი სტრუქტურა და დებულება. შეიქმნა რამდენიმე ახალი სტრუქტურული ერთეული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური შექმნილია "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" 2009 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე და მისი საქმიანობა ეფუძნება ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს.
ბათუმში, ბარაკების ტიპის საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებლები პროექტ "ბათუმი ბარაკების გარეშე" განახლებას ითხოვს
ბათუმში, ბარაკების ტიპის საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებლები პროექტ "ბათუმი ბარაკების გარეშე" განახლებას ითხოვს. მოსახლეობა უკმაყოფილოა, რათა შესაძლოა, მათ ბინებთან მისასვლელ გზაზე მდებარე კომერციულ ობიექტებს მანსარდები დააშენონ, რაც მათი აზრით, ეზოს დაბნელებას გამოიწვევს.
მოსახლეობა ასევე ვარაუდობს, რომ მანსარდების დაშენების შემდეგ იმ მიწის ფართით, სადაც ბარაკებია განთავსებული, აღარც ინვესტორი დაინტერესდება. გამსახურიდიას ქუჩის მცხოვრებლებმა განაცხადით სასამართლოს მიმართეს, რის შედეგადაც გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნა მიღებული.
ქალაქ ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კერძო კომერციული ობიექტის მფლობელს კუთვნილ ტერიტორიაზე დაშენების საშუალება აქვს, თუკი პროექტი დღევანდელ კანონმდებლობასა და ძველი ბათუმის კოეფიციენტს შეესაბამება. როგორც ვიცე- მერმა განაცხადა, მანსარდების დაშენებას ძველ ბათუმში არავის აიძულებენ, ასევე გათვალისწინებული იქნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც. ავთანდილ დარჩიას თქმით, მერიის წარმომადგენლები აღნიშნულ ტერიტორიაზე იმ მიზნით იმყოფებოდნენ, რომ ობიეტების მესაკუთრეებს მიწისქვეშა კომუნიკაციის დროულად მოწესრიგების გაფრთხილება მისცეს, რაც ძველ ბათუმში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ შეუძლებელი იქნება. ავთანდილ დარჩიამ ასევე განაცხადა, რომ პროგრამა "ბათუმი ბარაკების გარეშე" არ შეჩერებულა, უფრო მეტიც, ის უფრო გააქტიურდა.
როგორც ქალაქ ბათუმის მერიაში განაცხადეს, ძველ ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მხოლოდ კულტურული დანიშნულების საცხოვრებელს გაუკეთდება